“სისხლიანი მგლის სუპერმთვარე” დღეს ღამე ამოვა

ცის დაკვირვების მოყვარულები დღეს ღამით სამი ასტრონომიული მოვლენის შერწყმის დაკვირვებას შეძლებენ, რომელსაც “სისხლიანი მგლის სუპერმთვარეს” ეძახიან. ამ დღეს დედამიწა და მთვარე მაქსიმალურად დაუახლოვდებიან ერთმანეთს – ამას “სუპერმთვარეობა” ქვია. მოვლენის შედეგად მზის სხივები მთვარის ზედაპირს დაეცემა, ამიტომ მას წითელი ფერი ექნება – აქედან წამოვიდა “სისხლიანი მთვარე”. მოვლენას “მგლის მთვარეს” კი ჩრდილოეთამერიკელი ინდიელები ეძახდნენ – “ბიბისი” წერს.

ეს ბუნებრივი მოვლენა ხდება მაშინ, როცა დედამიწა მზესა და მთვარეს შორის გადის. სავსემთვარეობა გრინვიჩის დროით 02:35 საათზე დაიწყება და 07:49-ზე დასრულდება. სრული დაბნელება კი 05:12 საათზე იქნება.
მოვლენის ნახვა შესაძლებელია ბრიტანეთიდან, ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთიდან, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და აფრიკის რამდენიმე ქვეყნიდან.

banner
წინა სტატიაში“ეს ადამიანები კალაძის საოჯახო ბიზნესს შეეწირნენ” – ნათელაშვილი დიდი დიღმის ტრაგედიაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაფრანგულ კურორტზე ძლიერი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა