სისხლიანი ღამის შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან თავის დასაღწევად ოცნებამ” შავი პიარის ტექნოლოგი გამოიძახა

სისხლიანი ღამის შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან თავის დასაღწევად ბიძინა ივანიშვილმა მასობრივი პროტესტის და ასობით დაზარალებული მომიტინგის მოთხოვნებზე პასუხის ნაცვლად, დასახმარებლად კვლავ შავი პიარის გამოცდილი ტექნოლოგი მოშე კლუგჰაფტი გამოიძახა.

სავარაუდოდ, სწორედ მისი ჩამოსვლის შემდეგ გადავიდა მმართველი გუნდი აგრესიულ პიარზე და საკუთარი დანაშაულის სხვებზე გადაბრალება დაიწყო. ეს სწორედ კლუგჰაფტის ხელწერაა, რადგან მან დაგეგმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ე.წ. ზიზღის კამპანია, რომლითაც „ქართული ოცნება“ ოპონენტების დისკრედიტაციას ახდენდა.

მოშე კლუგჰაფტის ფოტოები თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული, სადაც ის კოლეგასთან ერთად ღვინოს მიირთმევს.

banner
წინა სტატიაში112-ის საფასურის ჩამოჭრა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა
შემდეგი სტატიანინო ქათამაძე რუსეთში აღარ იმღერებს – მომღერალი საკუთარი გადაწყვეტილებას განმარტავს