სისხლიანი გარჩევა ვერცხლის ქუჩაზე – დაკავებულებს ბრალს უყენებენ

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლოს შენობა გირაოთი გათავისუფლების შემდეგ დატოვეს

სისხლიანი გარჩევა ვერცხლის ქუჩაზე – ამ წუთებში დაკავებული პირების მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია.

ზაზა სიხარულიძეს გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას ედავება. ლაშა სიხარულიძეს მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას. ძებნაშია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, ის ალექსანდრე ბიძინაშვილია.

საქმის მასალების გაცნობამდე ზაზა სიხარულიძე დუმილის უფლებას იყენებს. ლაშა სიხარულიძის ადვოკატი კი ამბობს, რომ საქმის მასალებს შორის არ არის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ლაშა სიხარულიძემ ბესო ბიძინაშვილი დაჭრა. გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ ამოღებული არ არის იარაღი, რომლითაც ბიძინაშვილი დაჭრეს. ლაშა სიხარულიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„არ ცნობს დამნაშავედ არც მკვლელობის მცდელობის ნაწილში, არც იარაღის ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი არ ყოფილა ამოღებული, არც მისი პირადი და არც საცხოვრებელის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგო ნივთი, როგორიც არის იარაღი, არ ყოფილა ამოღებული,“ – ამბობს ადვოკატი გიორგი ანთაძე

banner
წინა სტატიაშიმართლწესრიგის ოფიცრები თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის ძირითადი მიზანი იყო, უკეთესი კონსტიტუცია მიგვეღო და მისია შესრულებულია