თბილისის ცენტრში, წერეთლის გამზირზე, მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა „იქსორის“ მშენებარე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მოტივად მუშებს შორის არსებული ფინანსური დავა სახელდება.
გამოძიების ვერსიით, დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მუშამ კოლეგას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი კაცი ადგილზევე სისხლისგან დაიცალა და მაშველების მისვლამდე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე უკვე დააკავა.


















