სისხლიანი გარჩევა სტამბოლში – ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები დაუპირისპირდნენ

სისხლიანი გარჩევა სტამბოლში – ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.

გარდაცვლილია ერთი ქართველი, რუსეთის ერთი მოქალაქე კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კონფლიქტი მხარეებს შორის გადამზიდავი კომპანიის ოფისში, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღები გამოიყენეს. კონფლიქტში მაყუჩიანი იარაღიც ფიგურირებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 56 წლის თენგიზ ფხაკაძეა.

თურქი სამართალდამცველები საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებენ. ინციდენტში მონაწილე სხვა პირები პოლიციამ უკვე დააკავა.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში – დაშავებულია 7 ადამიანი
შემდეგი სტატიაივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრად თავისი ცოლის პირად სტომატოლოგს ნიშნავს