30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

სისხლიანი გარჩევა მარნეულში – არსებული ინფორმაციით, უთანხმოება მუსიკის შეკვეთას მოჰყვა

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა მამაკაცმა ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მხარეებს შორის მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით წარმოიშვა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა — მას 10 ჭრილობა აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ბრალი ორივე მამაკაცს აქვს წაყენებული.

banner
წინა სტატიაშიშვედეთის საგარეო მინისტრი: გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც საქართველოს ევროინტეგრაცია სურს
შემდეგი სტატია20 ივნისს თბილისში მარში -“გვახსოვს გავრილოვის ღამე” გაიმართება