სისხლიანი გარჩევა მარნეულის ერთ-ერთ რესტორანში – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით  – 1986 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული  მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა” – კახა კალაძე საკრებულოში 2026 წლის ბიუჯეტს გეგმავს
შემდეგი სტატიასაქართველოდან უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე გააძევეს