კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო გასროლა სამართალდამცველმა განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თავდაპირველად პოლიციელის მამასა და სხვა სოფლის მცხოვრებლებს შორის დაიწყო, რა დროსაც კონფლიქტში სამართალდამცველი ჩაერია.
დაპირისპირების პროცესში პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ამ ეტაპზე უცნობია, შეუჩერდა თუ არა სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება.

















