29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

სისხლიანი ანგარიშსწორება ოზურგეთში –  რესტორანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ოზურგეთში – გვიან ღამით რესტორან “ფოროსმანში” ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მძიმე დანაშაულის ბრალდებით, პოლიციამ რესტორნის მფლობელი, გიორგი გობრონიძე დააკავეს. 

“პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, გიორგი გობრონიძეს, რესტორანში, დაბადების დღის სუფრაზე მყოფ ერთ-ერთ პირთან კონფლიქტი მოუვიდა, დაჭრილი კი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა.

წყარო “პირველებს” უყვება, რომ 23 წლის გობრონიძე, რომელიც წარსულში ორჯერ, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით არის ნასამართლევი, დაზარალებულს, თანხმლებ პირთან ერთად იმის გამო გაუსწორდა, რომ მან ჩხუბში გაშველება სცადა.

დაზარალებული ახლა რეანიმაციაშია, მის კართან პოლიცია მორიგეობს, პირი კი, რომელიც გობრონიძეს ახლდა, ამ დრომდე იძებნება.

შსს “პირველებს” უდასტურებს, რომ გობრონიძე დაკავებულია, თუმცა მეორე პირთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. რაც შეეხება დაზარალებულს, კლინიკა “მედალფას” დირექტორის დავით მდინარაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალოსიმძიმისაა და რეანიმაციულ გამყოფილებაში იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19/108 მუხლით მომდინარებს.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ის დელეგაციასთან განვიხილეთ საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში
შემდეგი სტატიაპირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება