სისხლი უნდა დაღვრილიყო და პოლიციამ ამისგან გადაგვარჩინა – ყაველაშვილი

სისხლი უნდა დაღვრილიყო და პოლიციამ ამისგან გადაგვარჩინა, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას სხდომათა დარბაზში.

„შტურმი ვის უნდოდა ახალგზარდებს? დააფიქსირე რომ ადგილი ჰქონდა შტურმს? რატომ არ ამბობ სიმართლეს? ვის უნდოდა შტურმი? აქ უნდა დაღვრილიყო სისხლი და პოლიციამ ამისგან გადაგვარჩინა.

ეს არის სიმართლე და ეს უნდა თქვა. პოლიციამ იმ დღეს ჩვენი საზოგადოება გადაარჩინა სისხლისღვრას, მერწმუნეთ, რომ აქ მოხდებოდა საშინელება, სისხლისღვრა მოხდებოდა, ვცახცახებდი. გადავრჩით სისხლისღვრას. შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, ის მობრძანდება პარლამენტში, დეტალურად მოჰყვება, თუ როგორ და რანაირად განვითარდა. პირად საუბრებში, სერგი კაპანაძე, არ ვიცი, კიდევ ვინ არიან, ჩვენ ადამიანებს ვაჩერებდითო, რომ ვეუბნები, რომ პასუხისმგებელი იყავი ამ შევარდნაზე? რატომ არ ემიჯნები იმ ძალადობრივ ძალად, რომელმაც განაცხადა, ნიკა მელიას ხელის მოქნევით, განაცხადა, რომ ახლა შევდივართ პარლამენტში, აქ მომღიმარი სახეებით, სამადაშვილი, ბოკუჩავა, გოცირიძე ელოდებოდნენ თავისი აქტივით, რომ სცენარი იყო, რომ ისინი უნდა შემოვარდნილიყვნენ, როგორც 2003 წელს, დაემხოთ, აქ პარლამენტში, გამოეცხადებინათ, რომ დამხობილია ხელისუფლება, ეს იყო სცენარი.

ეს არ განახორციელა და ამას ხელი შეუშალა გიორგი გახარიას. ჩემი შვილები არიან, ორი მყავს, მისი მეგობრები დადიან, როგორო წარმოგიდგენიათ, რომ ვინმეს თავში მოუვიდეს, რომ ახალგაზრდას თავში ესროლეს. ის დაისჯება, ვინც დამიზნებით ესროლა. პოლიტიკური პასუხისმგებლობას დააკისრებს ნაციონალურ მოძრაობს, რომელმაც გაბედა და შტურმით აღება მოინდომა და შეცდომაში შეყვანა ჩვენი ახალგაზრდები,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკილაძე: ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების მომხრეებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება
შემდეგი სტატიასესიაშვილი: ჩვენ გადავდივართ ძალიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში