სირსკი: სუმის ოლქში რუსეთის იერიში საგრძნობლად შემცირებულია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, სუმის ოლქის მიმართულებით რუსული ჯარის იერიში საგრძნობლად შემცირებულია.

“კურსკის ოლქში ჩვენმა იერიშებმა აიძულა მეტოქე საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ჯარის გარკვეული ნაწილი გადაესროლა. რამაც საგრძნობლად შეამცირა სუმის მიმართულებით რუსული ნაწილების იერიში”. – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა.

სირსკის თქმით, სევეროსლობოჟანსკის მიმართულებაზე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელსაც სუმის ოლქის ქალაქების დაცვა ევალება.

“პირველად ამოცანებია ფორტიფიკაციური და საინჟინრო ნაგებობების აშენება და გამაგრებაა.

ასევე, დანიშნულია სპეციალური სამხედრო პირი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობა იქნება სუმის ქალაქების დაცვა”. – თქვა სირსკიმ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასწავლო გეგმიდან უკრაინული ენის ამოღებას გეგმავს
შემდეგი სტატიაევროპის სახალხო პარტია: მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას