სირიულმა ოპოზიციამ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა

სირიის შეიარაღებული ოპოზიციის ძალები მზად არიან სამშვიდობო შეთანხმებას შეუერთდნენ, რომელიც რუსეთმა და თურქეთმა შესთავაზა მათ – Reuters-ი დაჯგუფებების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობასა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის და სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. რამდემინე ხნის წინ ალეპოს მოდელით სირიის მთელ ტერიტორიაზე მშვიდობიანი შეთანხმება თურქულმა მედიამ დააანონსა.
“დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა მოვლენა, რომელსაც ჩვენ არა მხოლოდ ველოდებოდით, არამედ ამ შედეგის მისაღწევად ბევრს ვმუშაობდით. ხელმოწერილია სამი დოკუმენტი” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

banner
წინა სტატიაშირუსული მხარე მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად იმუშაოს
შემდეგი სტატიადუტერტემ კორუმპირებულების ვეტმფრენიდან ჩამოაგდების პირობა დადო