სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე იბრძვის

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-"სუს"-ისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ექვს საქმეზე. გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, დადგენილ იქნა ტერორიზმთან შესაძლო კავშირის მქონე რამდენიმე ათასი პირი, რომლებმაც შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენება სცადონ – ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.

სუს-ის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე იბრძვის.

„საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ იქნა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. აღნიშნულ პირთა ჯგუფის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ამჟამად სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე იბრძვის. 2017 წლის განმავლობაში აღნიშნული პირების საქართველოში დაბრუნების ფაქტები არ დაფიქსირებულა. სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნებას და მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

საანგარიშო პერიოდში აქტიური ღონისძიებები გატარდა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის დაფინანსების ფაქტების დასადგენად. დაფიქსირდა ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე ფიზიკური პირი, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელებას ცდილობდნენ“, – აცხადებენ სუს-ში.

ამავე ანგარიშის თანახმად, კონტრტერორისტული მიმართულებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალი საფრთხეები.

„ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში შექმნილი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის უკონტროლო ვითარება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს საშუალებას აძლევს საკუთარი ოპერატიული, სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების შესაბამისად განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების ინიცირება/ინსცენირება.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 6 საქმეზე. გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, დადგენილ იქნა ტერორიზმთან შესაძლო კავშირის მქონე რამდენიმე ათასი პირი, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენება სცადონ. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან. მიმდინარეობდა ოპერატიული და ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლა“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

უწყებაში აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასება, ასევე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პასპორტიზაციისა და რისკების ანალიზის პროცესი. ტაქტიკური მოქმედებების, განაღმვითი სამუშაოების, მასობრივი განადგურების საშუალებების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის კუთხით განხორციელდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების მომზადება/გადამზადება.

banner
წინა სტატიაში2017 წელს საქართველო კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობას
შემდეგი სტატია„პირადი გასინჯვა“ იცვლება „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით“, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად