სირიის თავისუფალი არმიის სარდალი თურქეთიდან განცხადებას ავრცელებს…

სირიის თვისუფალი არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი აჰმედ ჰალიდ ბირი, თუქრეთის ქალაქ გაზიანთეპიდან მსოფლიო მედიისთვის მიმართვას ავრცელებს…

ასადის ოპოზიციური არმიის სარდალი მედიისთვის გაკეთებულ მიმართვაში აცხადებს, რომ რუსული ავიაციის დარტყმენის მხოლო 5% ,,ისლამურ სახელმწიფოზე,,  მოდის, დანარჩენი 95% კი, რუსული ავიაციის სამიზნეს ოპოზიციური ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიები წარმოადგენს.

,,რუსეთმა ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ჩვენს ტერიტორიებზე 200-მდე საჰაერო დარტყმა განახორციელა, რომელსაც ასეულობით მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა… მათ შორის კი, 300-მდე მხოლოდ ბავშვი და ქალია. სამიზნედ იყენებენ, საცხოვრებელ კვარტალებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ბაზრობებს. ჩვენ ამას  ყველაფერს ვხედავთ და ღიად ვაფიქსირებთ. ჩვენ, ამას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალებით ბოლო წუთამდე წინააღმდგობას გავუწევთ… რადგან რუსების რეალური მიზნანი, არა ტერორიზმის დამარცხება, არამედ ასადის გადარჩენაა,, განაცხადა გენერალმა ბირიმ, ქალაქ გაზიანთეპში არსებულ სირიის გარდამავალი მთავრობის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა, დედაქალაქ ანკარაში და სირიის მოსაზღვრე ქალაქ გაზიანთეპში, სირიის ოპოზიციურ, გარდამავალ მთავრობას შტაბ-ბინისთვის, ორი წლის უკან,  ორი შენობა გამოუყო, რომლის უსაფრთხოებასაც თურქეთის უშიშროების ძალები იცავენ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგანქსტერული სროლები მოსკოვის ცენტრში – მოკლულია კალაშოვის დაცვის წევრები (VIDEO)
შემდეგი სტატიაბესელია თუ მისაბიშვილი – ვინ დაეცემა რინგზე ბეჭებით!