CNN -ის ინფორმაციით, სირიის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
მის უმცროს ძმას მაჰერ ალ-ასადს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა.
სასამართლოს წინაშე წარსდგა ასადის ბიძაშვილი ატეფ ნაჯიბი, რომელსაც დარაას პროვინციაში სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
ნაჯიბი 2011 წლის შემდეგ დარააში პოლიტიკური უსაფრთხოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 2024 წლის დეკემბერში დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი უმცროს ძმასთან ერთად რუსეთში გაიქცა.

















