სირიის საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთმა გააკრიტიკა

საფრანგეთის, ბრიტანეთის, იტალიის, აშშ-სა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიაში მიმდინარე საპერზიდენტო არჩევნები მკაცრად გააკრიტიკეს. “ჩვენ ვგმობთ ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას ჩაატაროს არჩევნები გაეროს უშიშროების საბჭოს 2254 რეზოლუციის მიერ განსაზღვრული ჩარჩოს გაუთვალისწინებლად და ვუერთდებით სირიელების ხმებს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადეობისას და სირიელი ოპოზიციონერებისას, რომლებიც ამ არჩევნებს უკანონოს უწოდებენ” – ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი – “დოიჩე ველე” წერს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სირიაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაეროს დაკვირვების ქვეშ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

მინისტრები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ არ მიიღონ ასადის მცდელობა საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციასტან დაკავშირებით.

გუშინ დაწყებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ეჭვს არ იწვევს რომ ბაშარ ასადის გამარჯვებით დასრულდება. ის სირიას 20 წელია ხელმძღვანელობს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
შემდეგი სტატიაილია მეორე – სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც თაობათა ბრძოლის მონაპოვარია