სირიის სამთავრობო ავიაციამ ქალაქი ელ-ატარიბი დაბომბა

სირიის სამთავრობო ავიაციამ დაბომბა ალეპოს პროვინციის ქალაქი ელ-ატარიბი, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “The Associated Press”, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტის ინფორმაციას.

სირიის სამთავრობო ავიაციამ სულ სამი დარტყმა განახორციელა, მათ შორის დაიბომბა ელ-ატარიბის ბაზარი.

შეგახსენებთ, ქალაქ ალეპოს სირიის ხელისუფლება აკონტროლებს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა გადაწყვიტა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში ახალი სტრუქტურის შექმნა
შემდეგი სტატიაშსს-ს პრესსამსახურის თანამშრომლის ემოციური „ფეისბუქპოსტი“