სირიის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიას უმასპინძლა

სირიის პრეზიდენტმა ასლან ბჟალიას უმასპინძლა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟალიას უმასპინძლა. ბჟალიას პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დე-ფაქტო აფხაზეთის ლიდერის პატივსაცემად აჟღერდა ჰიმნი, დელეგაციას ოფიციალურად დახვდნენ – ამის შესახებ”ეხო კავკაზა” წერს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბესლან ჯოპუა, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი, საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა, დამასკოში აფხაზეთის ელჩი ბაგრატ ხუტაბა.

ასლან ბჟალიამ სირიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის.

“ამას ჩვენთვის დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაძლიერდება და წარმატებით განვითარდება. ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს სირიაში მიმდინარე მოვლენებს, აღფრთოვანებული ვართ პირადად თქვენი სიმამაცით, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში სირიელი ხალხის გმირობით”, – ბჟალიამ თქვა.

ბაშარ ასადმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ აფხაზეთის დელეგაცია “ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ა.შ სფეროებში ახალ შესაძლებლობებს იძლევა”. “სირიაში დიდი აფხაზური და ჩერქეზული დიასპორა ცხოვრობს. ისინი ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან, მის თავისუფლებას იცავდნენ. დიასპორის არსებობა კულტურათაშორისი კავშირების გამყარებას შეუწყობს ხელს” – ასადმა აღნიშნა – წერს “ekhokavkaza”.

banner
წინა სტატიაშიგომელაური: მოხდა შეხლა-შემოხლა, უკვე შერიგდნენ
შემდეგი სტატიადრეზდენში საფეხბურთო მატჩის შემდეგ შეტაკების დროს 185 პოლიციელი დაშავდა