სირიის პორტ ტარტუსს რუსეთს 50 წლიანი იჯარით გადასცემენ

რუსეთისა და სირიის მთავრობა ძალიან მალე ხელს მოაწერენ კონტრაქტს, რომლის თანახმადაც, რუსეთს 50 წლიანი იჯარით, ეკონომიკური მიზნებისთვის, გადაეცემა პორტი ტარტუსი – ამის შესახებ 20 აპრილს რუსულ მედიაზე დაყრდნობით “დოიჩე ველემ” დაწერა. კონტრაქტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაფორმდება.
ტარტუსში რუსეთის სამხედრო-საზღვავო ფლოტის ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი მდებარეობს. იქ 11 სამხედრო გემი ეტევა, მათ შორის, ისინი, რომლებსაც ბირთვული ელექტრონული აღჭურვილობა აქვს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში თამარ მეფის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაპარიზში 200-მდე “ყვითელი ჟილეტის” პროტესტანტი დააკავეს