სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ანულირებულია

სირიის ოპოზიციის წარმომადგენელმა სამშვიდობო შეთანხმების ანულირების შესახებ ისაუბრა

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც 27 თებერვალს შევიდა ძალაში, დე-ფაქტო ანულირებულია – ამის შესახებ ოპოზიციის უმაღლესი კომიტეტის ხელმძღვანელმა ასად ალ-ზუბმა Al Arabiya al Hadath-ს განუცხადა.
ალ-ზუბის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმებამ მარცხი განიცადა ჯერ კიდევ მის დაწყებამდე, რადგანაც სამთავრობო ჯარები შეთანხმების მიუხედავად ოპოზიციის პოზიციების დაბომბვას განაგრძნობდნენ. “ჩვენ ჩვენი ხალხის დაცვის ალტერნატიული მეთოდი გვაქვს, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობას ამის გაკეთება არ შეუძლია” – განაცხადა ოპოზიციონერმა და აღნიშნა, რომ სირიის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც 7 მარტს უნდა განახლდეს, ჯერჯერობით არ არის მზად.

გუშინდელი მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დარღვევის 8 ფაქტი დაფიქსირდა. რუსეთის თავდაცვის უწყების განცახდებით, შეთანხმება აშშ-ს სიაში შემავალმა ოპოზიციურმა ძალებმა დაარღვიეს და მათ სამთავრობო ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. ასადის არმიას მათთვის ცეცხლითვე არ უპასუხია.
შეგახსენებთ, რომ სირიის შესახებ მოლაპარაკებები ჟენევაში მარტში განახლდება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში შვილების მკვლელი წარმოშობით ყაზახი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაჩინეთში სულების განსადევნად ქალი ცოცხლად მოხარშეს