“სირიის ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია”

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა მიიჩნევს, რომ სირიის ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

გიორგი ჯანჯღავა სირიის „უმაღლესი მოლაპარაკებების კომიტეტის“ პრეზიდენტსა და სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ნაციონალური კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა და ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის „აღიარების“ საკითხი განიხილა.

“სირიის ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის “აღიარების“ ფონზე. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სირიის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი მონაწილეა“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრალ-ჰარირიმ მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის “აღიარების“ თაობაზე.

banner
წინა სტატიაში„IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“ – თემაზე კონფერენცია გაიმართა
შემდეგი სტატია“თუ ჭკუით არ იქნება გახარია და მისი უწყება, როგორც ჩანს, ბრძოლაში გვიწვევენ და ამ ბრძოლასაც მიიღებენ” – ზაზა სარალიძე