სირიის მთავრობამ, აშშ-ს და რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა

სირიის მთავრობამ, აშშ-ს და რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა

22სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ აშშ-ს და რუსეთის მიერ ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მხარს უჭერს -იტყობინება სააგენტო “სანა”.
სააგენტოს თქმით, დამასკო “ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე” მზად არის ალეპოში ცეცხლი შეწყვიტოს. სირიის მთავრობა, ასევე კმაყოფილია იმითი, რომ აშშ-მ შეიარაღებულ ფორმირებებს მოუწოდა დაჯგუფება “ჯაბახ ფახტ აშ-შამს” გამოეყონ, რადგანაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მათზე და “ისლამურ სახელმწიფოზე” არ გავრცელდება.

რუსეთმა და აშშ-მა სირიის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს – დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერმა განაცხადა რუსეთთან გუშინდელი მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას.
“აშშ და რუსეთი აცხადებენ გეგმის შესახებ, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ სირიაში მდგომარეობა გაუმჯობესდება და პოლიტიკურ პროცესებში გადავა” -აღნიშნა კერიმ
სახემწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთი და აშშ სირიის კონფლიქტის მონაწილეებს, 12 სექტემბრიდან ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამასთანავე, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება.

“აშშ და რუსეთის ფედერაცია შეთანხმდნენ ზომებზე, რომელსაც გამოვიყენებთ, იმის გათვალისწინებით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ხანგრძლივი უნდა იყოს. ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ისევ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან და განვიხილავთ სამომავლოდ ძალადობის შესამცირებელ ზომებს და ვიმუშავებთ იმაზე, რომ “ისლამურ სახელმწიფოს და “ჯებჰატ ან-ნურსზე” თავდასხმები გაგრძელდეს” – განაცხადა კერმა. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეეხოს ალეპოსაც, რომლის ირგვლივაც უნდა შეიქმნას დემილიტარიზაციული ზონა.

banner
წინა სტატიაშისირიაში “ქურთი ანჯელინა ჯოლი” მოკლეს
შემდეგი სტატიავენეციის კინოფესტივალზე “ოქროს ლომი” ფილიპინელმა რეჟისორმა აიღო