სირიის მთავრობამ ალეპოში მყოფი ამბოხებულების ბლოკირებაზე განაცხადა

სირიის მთავრობამ ალეპოში მყოფი ამბოხებულების ბლოკირებაზე განაცხადა

3სირიის სამხედრო ნაწილებმა, მოკავშირეების დახმარებით კორიდორი გადაკეტეს, რომელიც ამბოხებულებს ალეპოში ჰქონდათ გაყვანილი სამოძრაოდ – ამის შესახებ დღეს Reuters-ი ოფიციალური დამასკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო იტყობინება, სამხედრო წარმატებები ჰაერიდან მასობრივი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადსა და ამბოხებულებს შორის სამხედრო კონფლიქტი 2011 წელს დაიწყო, რომელიც ფართომასშტაბურ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
კონფლიქტის შედეგად 6 მილიონამდე ადამიანმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი. დაღუოულია 300 ათასამდე პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები.

banner
წინა სტატიაშილატვიაში უცხო ქვეყნის ჯარში მსახურება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება
შემდეგი სტატია(foto) ინდოელი აქტივისტი 16 წლიან შიმშილობას წყვეტს