სირიის კრიზისს ახალი ესკალაცია დაემატა

სირიის კრიზისს ახალი ესკალაცია დაემატა – 25 იანვარს გერმანული გამოცემა Spiegel Online-ი საკუთარ წყაროზე, რომელმაც რადიოშეტყობინება დაიჭირა, დაყრდნობით ავრცელებს. ამ ჩანაწერების მიხედვით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან დაბლობზე ალ-განში, პრორუსულმა ქვედანაყოფებმა პროირანულ ქვედანაყოფებს ცეცხლი გაუხსნეს, ამავე დროს, ორივე მხარემ ბრონირებული და სხვა მძიმე ტექნიკა გამოიყენა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გაირკვა, რომ რუსულ-სირიული ფორმირება ირანულ-სირიულ ძალებს ბევრად აღემატება: მათ კონტროლქვეშ აიყვანეს რამდენიმე სოფელი და პატარა ქალაქ ხვაიზამდეც მივიდნენ – Spiegel Online-ი წერს, რომლის ხელთ არსებული უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, სავარაუდოდ, შესაძლებელია, კონფლიქტში 200-მდე პირი დაღუპულიყო – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია – რა საფრთხეებზეა გამახვილებული ყურადღება ახალ დოკუმენტში
შემდეგი სტატიატრამპი მექსიკის კედელთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ამზადებს