სირიის იდლიბში ამოუცნობმა ავიაციამ თავდასხმა განახორციელა

მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა სირიის ქალაქ იდლიბის ბაზარზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად – დღეს Reuters-ი ავრცელებს. დაღუპული არიან ქალები და ბავშვები. ათობით დაჭრილია.
თვითმხილველები ამბობენ, რომ დაბომბვის შედეგად ბაზარში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. დაღუპულები და დაშავებულები ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა. უცნობია რომელი ქვეყნის ავიაციამ დაბომბა ბაზარი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროვინცია იდლიბი “ჯეიშ ალ-ფახტის” კონტროლქვეშაა, რომელიც “ისალმურ სახელმწიფოსთან” ერთად, ტერორისტულ დაჯგუეფბად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიშსს–ს აჭარის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
შემდეგი სტატიაავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებს ცუდი წებოს გამო გადაიტანენ