სირიის დუმადან ნიმუშები ქიმიური ნივთიერების აკრძალვის ორგანიზაციის ოფისში გადაიტანეს

ნიმუშები, რომელიც ქიმიური ნივთიერების აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებმა სირიიას ქალაქ დუმაში აიღეს, სადაც, სავარაუდოდ, ქიმიური მოწამვლა მოხდა, ორგანიზაციის ოფისში გადაიტანეს – ორგანიზაციის წარმომადგენელმა 4 მაისს გაავრცელა.
მოგვიანებით ნიმუშები დახარისხდება და ლაბორატორიაში გაიგზავნება, სადაც მათ შეისწავლიან.
ჰუმანიტარული ორგანიზაციების მტკიცებით 7 აპრილს დუმაში მოსახლეობის ქიმიური მოწამვლა მოხდა, რომელსაც 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევის გამო 14 აპრილს აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, სავარაუდო ქიმიური შეტევის გამო, სირიაში სტრატეგიული ობიექტები დაბომბეს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთ სასაათე სარტყელს გამოიყენებენ
შემდეგი სტატიაილია მეორე – შევთხოვთ წმინდა გიორგის, შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის