სირიის არმიამ თურქეთის საზღვარზე სტრატეგიული ქალაქის აღების შესახებ განაცხადა

სირიის სამთავრობო არმია ქალაქ მანჯიბში შევიდა, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრშია განთავსებული – ამის შესახებ ინფორმაცია არმიის სარდლობამ გაავრცელა. არმიამ ქალაქში უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე პირველად მოახერხა შესვლა. ადრე ქურთების სამხედრო ფორმირებებმა მანჯიბიდან წასვლის შესახებ განაცხადეს და დამასკოს მოუწოდეს ქალაქი დაეკავებინათ, რომ არ დაეშვათ სამხედრო ოპერაცია, რომელსაც თურქეთი აპირებს რეგიონში.

მიმდინარე კვირას ინტენსიურად ვრცელდებოდა, რომ თურქეთმა კილისისა და ჰატაის პროვინციებში სამხედროები გადასხა, მათ შორის, 100 სატრანსპორტო საშუალება, ტანკები და სხვა.
სანამ რეგინში ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ, რომლებიც ქურთებს “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში ეხმარებოდნენ, თურქეთი შესვლას ვერ ბედავდა. ახლა არიან თუ არა ამერიკელები რეგიონში, უცნობია – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშირუსებმა ყირიმში კედელი ააშენეს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურებმა მასზე არაფერი იციან
შემდეგი სტატიატრამპი მექსიკასთან საზღვრის დაკეტვით იმუქრება