სირიის არმიამ ცეცხლის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა

სირიის არმიამ ცეცხლის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა

155სირიის არმიამ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დასრულდა -ინფორმაციას სირიის სააგენტო “სანა ნიუსი” ავრცელებს.
შეთანხმების ჩაშლის შესახებ პასუხისმგებლობა, განცხადებაში დაკისრებულია ოპოზიციის შეიარაღებულ დაჯგუფებებზე და ასევე, ტერორისტულ გაერთიანებებზე. “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რეალურ შანსს გვაძლევდა, რომ სირიაში სისხლისღვრა შეწყვეტილიყო, თუმცა, ბანდფორმირებებმა მისი რეალიზაციისაკენ გზაზე კედელი აღმართეს და შეთანხმების პუნქტიდან არც ერთი არ შეასრულეს” – სააგენტო ოფიციალური განცხადებიდან ტექსტს ციტირებს, სადაც, ასევე აღნიშნულია, რომ ბოევიკებმა შეთანხმება დაახლოებით 300-ჯერ დააღვიეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეთანხმება 12-დან 18 სექტემბრამდე მოქმედებდა ოფიციალურად, თუმცა, იმედოვნებდნენ, რომ მისი გაგრძელების შანსი არსებობდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენპროკურორი წითელ მოედანზე მაიდანს წინასწარმეტყველებს
შემდეგი სტატიაკლინტონი ტრამპს მხოლოდ 0,9%-ით უსწრებს