სირიის არმია რაკაზე თავდასხმას აგრძელებს

სირიის არმია რაკაზე თავდასხმას აგრძელებს

9სირიის არმია, რუსული ავიაციის დახმარებით “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაკავებულ და ხალიფატის დედაქალაქად გამოცხადებულ ქალაქ რაკაზე შეტევას აგრძელებს – ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფი ავრცელებს.
როგორც ორგანიზაცია ირწმუნება, სამთავრობო ჯარები რაკას მიდამოებში, ქალაქ ტაბკას უახლოვდებიან, სადაც ავიაბაზაა განთავსებული.
სირიის არმიას ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
აღნიშნული შეტავა უკანასკნელი რამდნიმე დღის მანძილზე მესამეა და ყველაზე აგრესიული 2014 წლიდან.
ასევე ვრცელდება, რომ რაკასკენ მიემართება ოპოზიციური ალიანსი, რომელსაც კოალიცია უჭერს მხარს აშშ-ს მეთაურობით.

ისლამისტების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცენტრზე, ერაყის ქალაქ ფალუჯაზე მიმდინარეობს ძლიერი შეტევები.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს. მას 250 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში“პოროშენკომ სააკაშვილის დანიშვნა უპირველესად მისი იმიჯის გამო გადაწყვიტა”
შემდეგი სტატიააფხაზი სეპარატისტებისგან დახვრეტილი გურამ გაბესკერიას ვაჟი ივანიშვილს დახმარებას სთხოვს