9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

სირიის არმია ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაკავებას აგრძელებს

სირიის არმია ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, არმიამ დაიკავა ქალაქ რაქას დასავლეთით მთავარი კაშხალი, რომელიც ცნობილია, როგორც ბაათის კაშხალი, ასევე სამხედრო აეროპორტი ქალაქ ტაბქაში.

აღნიშნული სტრატეგიული პუნქტების კონტროლის დაკარგვის შესახებ ქურთული ძალების მხრიდან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

როგორც „როიტერი“ წერს, ამ დროისთვის უცნობია, გრძელდება თუ არა მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები.

როგორც მედია წერს, ქურთულმა ძალებმა ამ რეგიონიდან უკან დახევა საკუთარი სურვილით დაიწყეს, თუმცა შემდგომში სირიის არმია შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, სირიის არმია აგრძელებდა სვლა აღმოსავლეთით ქალაქებისა და ნავთობის საბადოების მიმართულებით, რისი უფლებაც არ ჰქონდა.

banner
წინა სტატიაში“ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების რისკს აჩენს, ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას“ – კაია კალასი
შემდეგი სტატიაგერმანიის ოპოზიციური ფრთა: “ტრამპი აკეთებს იგივეს, რის გამოც პუტინს აკრიტიკებდნენ”