სირიიელი ლტოლვილები თურქეთის არმიაში იმსახურებენ?

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში არსებულ 3 მილიონამდე სირიელ ლტოლვილს შორის მყოფი 18-დან 45 წლამდე მამაკაცები, თურქეთის არმიაში სამსახურს და თურქებთან ერთად მათი შემფარველი ქვეყნის დაცვას ითხოვენ.
როგორც თურქული მედია აცხადებს, მსგავსი მოთხოვნით, სირიელმა ლტოლვილებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და ამ მომენტისთვის უკვე 30.000-მდე ხელმოწერა შეგროვილი აქვთ. თურქეთის ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურები ჯერჯერობით ამ თემაზე დუმან… თუმცა მედია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სირიელი ლტოლვილების მოთხოვნა განხილული იქნება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში, 2011 წელს სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომისაგან გამოქცეულ ლტოლვილთა რაოდენობა, დღეისთვის 3 მილიონამდე აღწევს. აქედან 300.000-მდე ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენები თურქეთის სხვადასხვა რაიონებში არიან გაბნეული.

banner
წინა სტატიაშირუსული Ту-154-ის ჩამოვარდნაში უშიშროებამ ტერაქტის კვალი ვერ იპოვა
შემდეგი სტატია2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა