სირიიდან წასვლის მიუხედავად აშშ “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლას გააგრძელებს

სირიიდან ჯარის გამყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლას გააგრძელებს – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 6 თებერვალს ვაშინგტონში თქვა კონფერენციაზე, რომლის თემაც დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა იყო, და რომელშიც მონაწილეობა აშშ-ს ანტიტერორისტული კოალიციის 70-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტებმა სირიასა და ერაყში მნიშვნელოვანი პოზიციები დაკარგეს, ისინი დღემდე სერიოზულ საფრთხეს უქმნიან მსოფლიოს – ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელმა თქვა – წერს “დოიჩე ველე”.
2018 წლის დეკემბერში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის სირიიდან ამერიკულ ჯარს გაიყვანს.

banner
წინა სტატიაშიკრწანისის საწვრთნელ ცენტრში მომხდარი ინციდენტის შედეგად კლინიკა,,რუსთავში” გადმოყვანილი წვევამდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიაკრემლს მადუროში ეჭვი შეეპარა