სირიელმა ამბოხებულებმა დამასკოზე ახალი შეტევა დაიწყეს

სირიის შეიარაღებული ოპოზიციის ჯგუფებმა დამასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე შეტევა დაიწყეს – დღეს, 21 მარტს Reuters-ი წერს.
ერთ-ერთი ამბოხებული ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპერაცია დილის 05.00 საათზე დაიწყო. შეტევის მიზანი იყო რაიონი, რომელიც ამბოხებულებმა კვირას დაიკავეს და შემდეგ იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ.
ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა, რომ ოპერაციის დასაწყისში ამბოებულებმა გამოიყენეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელიც მანქანაში ჰქონდათ დამონტაჟებული. შემდეგ, ბოევიკები კვარტალ ჯობარში შევიდნენ, რომელიც ძველი ქალაქიდან 2 კილომეტრშია.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის პოლიციამ ევროპელი პოლიტიკოსებისათვის განკუთვნილი რვა ბომბი-ამანათი იპოვა
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკმა 29 აპრილს ევროკავშირის საგანგებო სხდომა დანიშნა