სირიელი სამხედროები: ისრაელმა დამასკოს მიმართულებით რაკეტები გაუშვა

“ისრაელს დამასკოს სამხრეთით სირიის არმიის პოზიციებზე ავიადარტყმების განხორციელება სურდა” – ამის შესახებ Reuters-ს სირიის მთავრობაში განუცხადეს. წყაროს თქმით, სარაკეტო დარტყმებს ნგრევა ან სიკვდილი არ მოყოლია. ორი რაკეტა კი ასადის არმიამ ჩამოაგდო.
8 მაისს ისრაელმა სრული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა, მათი თქმით, ისინი ირანის მხრიდან გაძლიერებულ აქტივობებს აფიქსირებენ.

banner
წინა სტატიაშიირანმა ურანის გამდიდრების დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება
შემდეგი სტატიარეაქციები ტრამპის განცხადებაზე ირანის ატომური შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე