სირიელი ქურთები დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებენ

სირიელი ქურთები დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებენ

სირიელი ქურთები, დღეს, ქვეყნის ჩრდილოეთით ფედერაციას დააფუძნებე – ამის შესახებ ქურთული ანკლავი კობანის ხელმძღვანელობამ გაავრცელა.

“თვითმმართველობის საზღვრების გაზრდა იგეგმება, რომელიც უკვე დადგენილია ქურთების და სხვა ჯგუფების მიერ” – განაცხადა კობანის ერთ-ერთმა ლიდერმა იდრის ნასაანმა, რომელიც საგარეო საქმეებზეა პასუხისმგებელი. მისი განცხადებით, ახალი ფედერაციის სახელი იქნება “ჩრდილოეთ სირიის ფედერაცია” და მასში წამოდგენილი იქნება ყველა ეთნიკური ჯგიფი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია ამ მიწაზე.

სახალხო თავდაცვის ჯარებმა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ქურთების პარტია “დემოკრატიული კავშირია”, სირია-თურქეთის საზღვარზე დაახლოებით 400 კმ-ის ტეროტორია მიითვისეს, ისინი ასევე აკონტროლებენ აფრინის რაიონს და სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს. ამასთანავე, “დემოკრატიული კავშირი” თურქეთის დაჟინებული მოთხოვნით, სირიის საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, ანკარას თქმით, ისინი ტერორისტები არიან.

სირიის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჟენევაში 14 მარტს დაიწყო სირიის, სირიის ოპოზიციის, აშშ-ს, რუსეთის და სხვა ქვეყნების მონაწილეობით.

banner
წინა სტატიაში“არ ვიცი, რა დაგვეტაკა – მიწის ქვეშ თუ მიწის ზემოთ, ყველგან პრობლემებია”
შემდეგი სტატიაუნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საგანგებო განცხადება გააკეთა