სირიელ გეი-ლტოლვილს თურქეთში თავი მოკვეთეს

სირიელ გეი-ლტოლვილს თურქეთში თავი მოკვეთეს

6სირიელ ჰომოსექსუალს თურქეთში თავი მოკვეთეს -წერს “ბიბისი”.
გარდაცვლილის სხეული მეგობრებმა მისი სახლის მოშორებით აღმოაჩინეს. მათ ტელეარხს განუცხადეს, რომ მუჰამედ ვისამ სანკარი თურქეთში 2015 წლიდან ცხოვრობს.
სამართალდამცველების თქმით, მამაკაცს უსაფრთხოების გამო მესამე ქვეყანაში უნდოდა გადასვლა. ” ხუთი  ვის წინ მას უკვე დაესხნენ თავს. მაშინ ის გაიტაცეს, ცემეს და გააუპატიურეს.ჩვენ პოლიციაში ვიჩივლეთ,მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია” – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

მოჰამედის კიდევ ერთმა მეგობარმა დაადანაშაულა გაერო იმაში, რომ ორგანიზაცია საკმარისად არ მუშაობს თურქეთში გეების უფლებების დასაცავად. “არა აქვს მნიშვნელობა შენ თურქი ხარ თუ სირიელი. თუკი ხარ გეი – უკვე სამიზნე ხდები” – ამბობენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები.

თურქეთში 3 მილიონამდე სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიქართული-რუსული ნავთობ პროექტი
შემდეგი სტატიაიტალიაში სატვირთ თვითმფრინავი სამანქანო გზაზე გავიდა