სირიაზე სარაკეტო დარტყმებს საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს „სათანადო და საჭირო” უწოდა. მიხეილ ჯანელიძე განცხადებას Twitter-ით ავრცელებს.

„აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სარაკეტო დარტყმები სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე, არის სათანადო და საჭირო პასუხი სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე. ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სირიაზე სარაკეტო იეირიში აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დღეს გამთენიისას განახორციელეს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი – ევროკავშირი მოკავშირეების გვერდით დგას
შემდეგი სტატიათურქეთი: ასადის ქიმიური შეტევა უპასუხოდ ვერ დარჩებოდა