სირიაში ზარინის გამოყენების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა

ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის ორგანიზაციის დირექტორის აჰმეტ უზიუმჯიუს თქმით, 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბში გაზის შეტევისას გამოყენებული იყო ზარინი ან მისი ანალოგი. როგორც Reuters-ი წერს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის სიტყვები ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოიყვანეს.

13 აპრილს გავრცელდა, რომ სირიის მთავრობა მზად არის ქიმიური იარაღის გამოყეენბის აკრძალვის ორგანიზაცია შაირათის სამხედრო ბაზაში შეუშვას, რომ მათ შეამოწმონ რომ სირიის მთავრობა არ იყენებს გაზს.
მანამდე ერთი დღით ადრე რუსეთის დელეგაციამ სირიაში ქიმიური თავდასხმის შესახებ გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში გაზის გამოყენების შედეგად 80-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა და ასობით დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკმა ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც ოთარ კახიძეს თავში მოხვდა
შემდეგი სტატიალაშა დამენია: აუცილებელია თვითმმართველობები დარჩეს თუნდაც იმავე სახით როგორიც დღეს არის