სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ აზაზში, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა

სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ აზაზში, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, ბაზარში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აფეთქება მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასრულებისას მოხდა, როდესაც ჩვეულებრივ ბაზარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ხოლმე.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

banner
წინა სტატიაშიპარტნიორებმა ზუსტად იციან რა გვჭირდება – ზელენსკი
შემდეგი სტატიაკობახიძე – საზოგადოების წინაშე ხელისუფების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი