სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება, ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 18, 2019 00:13

სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება, ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს

სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება, ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ეს კომენტარი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც აშშ და თურქეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

„თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციას მხოლოდ მას შემდეგ დაასრულებს, რაც ტერორისტები უსაფრთხოების ზონას დატოვებენ“, – განაცხადა თურქმა დიპლომატმა პრესკონფერენციაზე.

ჩვენ (აშშ და თურქეთი) შევთანხმდით ქურთების სახალხო დაცვის (YPG) შეიარაღების შეგროვებასა და მათი პოზიციების განადგურებაზე“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით შეწყვეტს. გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 18, 2019 00:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics