სირიაში შეტევისას ისევ გამოიყენეს ზარინის გაზი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 14, 2018 01:23

სირიაში შეტევისას ისევ გამოიყენეს ზარინის გაზი

ქალაქ გუტეში, რომელიც დამასკოსთან ახლოს მდებარეობს, ისევ გამოიყენეს ზარინის გაზი, ადგილობრივი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ჯარების მიერ განხორციელებული სარაკეტო შეტევის შემდეგ მთელს რაიონში ზარინისთვის დამახასიათებელი სუნი იდგა. ექიმების თქმით, მათ სამედიცინო დახმარება ექვს ადამიანს გაუწიეს.

სირიაში ომის დაწყების მომენტიდან მოსახლეობის წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს ზარინის მომწამვლელი გაზი, ამაში კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წელს გუტენზე განხორციელებული ავია-თავდასხმების შედეგად 85 ადამიანია გარდაცვლილი.
გუტენის შესახებ გაეროს სპეციალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ადგილი აქვს ჰუმანიტარულ კატასტროფას, მოსახლეობა შიმშილობს და იძულებული არიან საქონლისათვის განკუთვნილი თივით იკვებონ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 14, 2018 01:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics