სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – სულთან გუმაშვილი დაიღუპა

სირიაში, საბრძოლო მოქმედების დროს კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები სულთან გუმაშვილი დაიღუპა.

პანკისის ხეობაში არსებული ინფორმაციით, სულთან გუმაშვილი სირიაში მამასთან ერთად, 2013 წელს წავიდა.
გუმაშვილის ოჯახის დანარჩენი წევრები სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობენ.

სულთან გუმაშვილი 21-ე პანკისელია, რომელიც სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე : საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ოკუპაციაა