სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 24 წლის მუხმად ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან იყო. „მოამბის“ ინფორმაციით, ხანგოშვილი სირიაში სამი წლის წინ წავიდა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

„მუხმადი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო. ის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის დაცვაში მსახურობდა. მისი დაღუპვის შესახებ პანკისში დღეს გავიგეთ“, – განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა ჯარაფ ხანგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგანზრახ მკვლელობის ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაუკრაინელი დეპუტატი: წინადადება შემომაქვს დღევანდელ დღეს დავაწესოთ ოდესის სააკაშვილისგან განთავისუფლების დღე