სირიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის 18 მეომარი დაუღუპა

სირიაში დაიღუპა რუსეთის მოქალაქე, მორდვეთის ავტონომიის მკვიდრი იური ებელი, რომელიც იბრძოდა რუსული კერძო სამხედრო კომპანიის “ვაგნერის” რიგებში. ამის შესახებ წერს გამოცემა “Stolitsa-S”, რომელიც ეყრდნობა დაღუპულის ახლო ნათესავების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
20 ოქტომბერს, სამხედრო მოქმედებების დროს, მოხალისეთა ჯგუფს, რომლის წევრიც იყო იური ებელი, ცეცხლი გაუხსნეს. 18 მეომრიდან, რომელთა ვინაობა გამოცემისთვის უცნობია, ყველა დაიღუპა. იური ებელის ნათესავების თქმით, ეს მისი მეხუთე “მივლინება” იყო. მანამდე იგი დონბასში იბრძოდა.
საგამოძიებო ჯგუფმა “Conflict Intelligence Team” აღმოაჩინა იური ებელის გვერდი სოციალურ ქსელში, რომლის მიხედვით ეს უკანასკნელი რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს დაჯგუფება “ვაგნერის” არსებობას.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატია“აფხაზი მეომრების” მემორიალი შოტლანდიაში იმ შემთხვევაში აღდგება, თუ გასწორდება მასზე არსებული წარწერა