სირიაში კატასტროფის შედეგად რუსული გამანადგურებელი Су-30СМ ჩამოვარდა. რუსეთის ფედერაციაში ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავისთვის ცეცხლი არავის გაუხსნია. კატასტროფის შედეგად ორივე პილოტი დაიღუპა – თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. “ორივე მფრინავი ბოლო მომენტამდე იბრძოდა თვითმფრინავისთვის. ადგილიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მფრინავები დაიღუპნენ” – უწყებაში განაცხადეს. ავარია მაშინ მოხდა, როცა გამანადგურებელი ხმეიმის ავიაბაზიდან აფრინდა. შესაძლებელია თვითმფრინავის ძრავში ფრინველი მოხვდა – ვარაუდობენ რუსი ძალოვანები.