სირიაში რუსული ბაზა დაიბომბა… ღაღუპულია 9 რუსი ჯარისკაცი…

 

პოლკოვნიკი ვაგნერი
პოლკოვნიკი ვაგნერი

The Wall Street Journal-ი სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სირიაში რუსული სამხედრო ბაზის  ნაღმტყორცნებით დაბომბვას, 9 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა…

რუსი ჟურნალისტი და უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩეველი დენის კოროტკოვი აცხადებს, რომ დახოცილები კერძო სამხედრო შენაერთის ОСМ-ს ჯარისკაცებიი არიან… ამ ჯგუფს მეორენაირად ,,ვაგნერის დაჯგუფებას,, ეძახიან და ეს სახელი ჯგუფის მეთაურს, ყოფილ რუს სამხედრო მოსამსახურეს  პოლკოვნიკ ვაგნერს უკავშირდება, რომელიც საბჭოეთის დანგრევის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტებში (მათ შორის უკრაინაში) მონაწილეობდა თავის ჯგუფთან ერთად. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ინციდენტის შემდეგ ,,ვაგნერის ჯგუფი,, სასწრაფოდ გაიყვანეს სირიის ტერიტორიიდან.

ამ დრომდე დაუდგენელი რომელმა დაჯგუფებამ განახორციელა, რუსულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა… ოფიციალურ კომენტარს მომხდარის შესახებ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ აკეთებს.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიირანი მზადაა ასადს შეელიოს…
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს