სირიაში რუსი საბავშვო მწერალი დაიღუპა

სირიაში დაიღუპა რუსეთის მოქალაქე, ქალაქ მურმანსკის მკვიდრი დარია იცანკოვა, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოსთან” თანამშრომლობდა. ამის შესახებ “Twitter”-ზე დაწერა ერთ-ერთმა სირიელმა ჟურნალისტმა.


ის ამტკიცებს, რომ “სექტემბერში, ერაყის საზღვართან მდებარე დასახლებული პუნქტი ჰაერიდან დაიბომბა. შენობების ნანგრევებიდან გამოიტანეს რამდენიმე ადამიანის გვამი, მათ შორის დარია იცანკოვას. დიდი ალბათობაა იმისა, რომ მასთან ერთად მისი შვილებიც დაიღუპნენ” , – წერს ჟურნალისტი.
რუსული სააგენტო “ინტერფაქსის” თანახმად, იცანკოვა დაკავებული იყო “ისლამური სახელმწიფოსთვის” ფულის შეგროვებით. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დარია იცანკოვა საბავშვო წიგნებსაც წერდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაპოლონელმა დეპუტატმა მიხეილ მარუსიკმა მხარი დაუჭირა “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” ინიციატივას