სირიაში მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები გადაწვეს

სირიაში რამდენიმე ავტობუსს, რომლითაც ავადმყოფი და დაშავებული ადამიანების ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო, თავს დაესხნენ და გადაწვეს. ინფორმაციას მსოფლიო მედია ავრცელებს.ავტოკოლონა იდლიბის პროვინციის შიიტური სოფლებიდან მოემართებოდა.მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სირიული მედიის ცნობით, აღმოსავლეთ ალეპოდან ხალხის ევაკუაცია იმ შემთხვევაში განახლდებოდა, თუკი შეიარაღებული ამბოხებულები უფლებას დართავენ ხალხი მათ მიერ დაპყრობილი სოფლებიდან ალ-ფუადან და კეფრაიადან გამოიყვანდნენ. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეთანხმება, რომლიც 17 დეკემბერს დაიდო მტრულ მხარეებს შორის, ზუსტად ამ სოფლებიდან ხალხის გამოყვანასაც გულისხმობს. შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე ალ-ფუადან1250 და ალეპოში დარჩენილი ადამიანების ევაკუაცია უნდა მოხდეს, შემდეგ კი 1250 ადამიანი კეფრაიდან და ისევ ალეპოდან.
გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ ალეპოში დაახლოებით 40 ათასი ადამიანია დარჩენილი.

banner
წინა სტატიაშიიაპონელები კმაყოფილი არ არიან აბესა და პუტინის შეხვედრით
შემდეგი სტატიაელისაბედ მეორესა და უელსის პრინცის ახალი ფოტო გამოქვეყნდა