Reuters სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ სირიაში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზებს სირია გააკონტროლებს – ისინი დროთა განმავლობაში ქვეყნის სამოქალაქო ადმინისტრაციაში ინტეგრირდებიან.
მათივე ცნობით, სირიამ და რუსეთმა 18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ტარტუსისა და ხმეიმიმის ბაზების მომავალზე შეთანხმებას მიაღწიეს.
განცხადების თანახმად, ორივე მხარის ინტერესების დაცვით შექმნილი ახალი შეთანხმებების შესაბამისად სამხედრო ობიექტები ერთობლივი სასწავლო და კვალიფიკაციის ცენტრებად გადაკეთდება და ოფიციალური დამასკო მას სრულად სამ თვეში გააკონტროლებს.
















