სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” მსხვერპლთა მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს

დეირ-ზე-ზორის პროვინციაში, ქალაქ ელ-მაიადინში ათობით სირიელის ცხედარია აღმოჩენილი, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკების მიერ არიან დახოცილი – სააგენტო SANA ავრცელებს. პროვინციის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის ნიზარ ჰასანის თქმით, ამ ადგილზე, სადაც შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე ერ-რახბა მდებარეობს, ორი წლის წინ ტერორისტების ბანაკი იყო გაშენებული. აქ აღმოჩენილია მიწისქვეშა გვირაბები და თავშესაფრები, ასევე, სახელოსნო, სადაც ტერორისტები იარაღს ამზადებდნენ.
ბანაკში ბოევიკებს ტყვეები ყავდათ, რომელიც, მათ უკან დახევისას თან არ წაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერები: ფუტკრებს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლიათ
შემდეგი სტატიაუკრაინას პრეზიდენტობის 44 კანდიდატი ყავს